“არასამთავრობოების მოწოდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდეს, საფუძველს მოკლებულია”

არასამთავრობო სექტორის მოწოდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდეს, საფუძველს მოკლებულია, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ახალი დოკუმენტი ისეა მომზადებული, რომ თითოეული მუხლი ზედმიწევნით გავლილია. ეს მოწოდება საფუძველს მოკლებულია. სამი რაუნდი ჩავატარეთ და საკომიტეტო განხილვებს ვატარებთ, რომელსაც პლენარული განხილვები დაემატება. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ამაზე მეტად ფიზიკურად ვერ განიხილავ. აქედან გამომდინარე, როცა რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, მოწოდება დასაბუთებული უნდა იყოს. ეს მოწოდება დასაბუთებული არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები