ლავროვი – თუ უკრაინა სავიზო რეჟიმს დაგვიწესებს, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს დაუწესებს, მოსკოვიც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი“ იუწყება. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში, კიევისგან განსხვავებით, „შავი სიების“ შედგენა არ მიმდინარეობს. „ჩვენ თავს ლაფს გვასხამენ. ჩვენს მსახიობებს, კულტურის მოღვაწეებს პერსონა ნონ-გრატად აცხადებენ, რუს ინვესტორებს უკრაინაში ბიზნესს ართმევენ, ახლა კი სავიზო რეჟიმის დაწესებასაც აპირებენ. ჩვენც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დავაწესებთ სავიზო რეჟიმს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად განიხილება რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები