ერაყის ქალაქ ერბილში აშშ-ის საკონსულოში ლგბტ დროშა აღმართეს

ერაყის ქალაქ ერბილში აშშ-ის საკონსულოში, სახელმწიფო დროშის გვერდით, ლგბტ დროშა აღმართეს. ამის შესახებ გამოცემა “Iraqi News”-ი იუწყება. როგორც ერაყის პარლამენტის წევრმა, ჰაბიბ ალ-ტარფიმ განაცხადა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლგბტ დროშა მუსლიმანებისთვის წმინდა დღესასწაულის, რამადანის დროს აღიმართა.

აშშ-ის გენერალურ საკონსულოში განაცხადეს, რომ ეს დროშა ლგბტ საზოგადოებასთან სოლიდარობის ნიშნად, სან-ფრანცისკოში 1978 წელს პირველი გეიაღლუმის იუბულეს აღსანიშნავად აღიმართა.

“Iraqi News”-ის ინფორმაციით, 2004-2009 წლებში ერაყში 680 ჰომოსექსუალი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები