პარიზის ცენტრში სროლაა

პარიზის ცენტრში, ღვთისმშობლის ტაძართან, სროლის ხმა ისმის. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებიც აქ მყოფ პირებს ტერიტორიის დატოვებას ურჩევენ. თვითმხილველები იუწყებიან, რომ პარიზის ცენტრში პანიკაა.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი პოლიციის თანამშრომელს დაესხა თავს. სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები