სოფელ შილდაში დაკარგული 27 ძროხა ნაპოვნია და პატრონს დაუბრუნდა

სამართალდამცავებმა კახეთში, სოფელ შილდაში მცხოვრები დავით ელიოზაშვილის 27 ძროხა იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს. ელიოზაშვილის თქმით, მისი ძროხები გუშინ დაიკარგნენ.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა პირუტყვს შილდაში, მინდორში მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრებ დავით ელიოზიშვილს გვიან ღამით საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით მდებარე ფერმიდან 27 ძროხა მოპარეს. დავით ელიოზიშვილის თქმით, მაშინვე, როგორც კი ნახა, რომ ფერმაში 41 ძროხიდან მხოლოდ 14 იყო დარჩენილი, მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები