ტილერსონის ინფორმაციით, ტრამპმა მას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაავალა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაავალა. ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ იუწყება.
ტრამპის ადმინისტრაცია ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებას უკრაინას უკავშირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებები უნდა შეასრულოს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისთვის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან მუდმივი კონტაქტი ექნება.
ამჟამად, ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კურირებს.