ბალტიის ზღვაზე ამერიკულ და რუსულ თვითმფრინავებს შორის ინციდენტი მოხდა

რუსული ავიაგამანადგურებელი „სუ-27“ ბალტიის ზღვის თავზე ამერიკული ბომბდამშენის, B-52-ის შესაჩერებლად აფრინდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკული თვითმფრინავი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს გადაადგილდებოდა, რა დროსაც საპირისპიროს მიმართულებით რუსული ავიაგამანადგურებელი გაემართა. „სუ-27“ В-52-ს უსაფრთხო მანძილით მიუახლოვდა, მას გარკვეული დროის განმავლობაში მიჰყვებოდა, შემდეგ ამერიკული თვითმფრინავი რუსეთის საზღვარს დაშორდა, ხოლო რუსული ავიაგამანადგურებელი აეროდრომზე დაბრუნდა.

ამერიკულ და რუსულ თვითმფრინავებს შორის ანალოგიური ინციდენტი მაისშიც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები