1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4086 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4233 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7092 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7235 ლარს შეადგენდა.