გაეროს ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ მოსულში 163 ადამიანი მოკლეს
გაეროს ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 163 ადამიანი მოკლეს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV-ს გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა აცნობა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,. რომ ტერორისტებმა სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან უდაბნოში 33 ადამიინი მოკლეს, რომელთა ასაკი 18-დან 25 წლამდე მერყეობს. ცნობისთვის, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამჟამად „ბოევიკები“ მოსულის დასავლეთ ნაწილის მხოლოდ რამდენიმე რაიონს აკონტროლებ