რუსეთი მონტენეგროს ემუქრება

რუსეთი მონტენეგროს, ნატოში ამ ქვეყნის გაწევრიანების პროცედურების დასრულების შემდეგ, „საპასუხო ზომებით“ ემუქრება. შესაბამის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ანტირუსული ისტერია, რომელიც მონტენეგროში გრძელდება, ძალზე სამწუხაროა. მონტენეგროს ხელისუფლების მხრიდან აშკარა მტრული დამოკიდებულების გამო, ჩვენ საპასუხო ზომების გატარების უფლებას ვიტოვებთ. პოლიტიკაში, როგორც ფიზიკაში, ნებისმიერი მოქმედება უკუქმედებას იწვევს“, – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

მოსკოვმა შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პოდგორიცას დააკისრა. მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, დუშკო მარკოვიჩს ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები