ავღანეთში „ბოევიკებმა“ ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორის დაცვის სამი თანამშრომელი მოკლეს
ავღანეთში, ბაგლანის პროვინციაში „ბოევიკებმა“ გუბერნატორის დაცვის სამი თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა “1TVNews.af ” იუწყება. ეს პირები ფარაჰის პროვინციაში მანქანით მიდიოდნენ, როდესაც გზაზე შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს. ამის შემდეგ „ბოევიკებმა“ დაცვის სამი თანამშრომელი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.