ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე ექსპერტები საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე საუბრობენ
ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ექსპერტებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც რეგიონში უსაფრთხოებას და განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც კონფერენციაზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველმა, ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა რეგიონულ სტაბილურობას უწყობს ხელს. სტრატეგიული კვლევების ცენტრის უფროსს, ფარჰად მამედოვს მიაჩნია, რომ თანამშრომლობა თავდაცვის და უშიშროების სფეროებში უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. თურქეთის წარმომადგენლებმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.