სამხრეთ სუდანში შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანის ქალაქ გოგრიალში მომხდარი შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
შეტაკებები ადგილობრივ კლანსა და ერთ-ერთ ტომს შორის მოხდა. მათ მიწები და წყლის მარაგი ვერ გაიყვეს. სამხრეთ სუდანში რამდენიმე წლის განმავლობაში, სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. მას 50 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ სიტუაცია ძალზე დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები