არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეების აზრი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს. შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. “განვიხილეთ ახალი კონსტიტუციის კონკრეტული თავი, რომელიც ეხება სახელმწიფო თავდაცვასა და უსაფრთხოებას. განვიხილეთ ის ცვლილებები და მოდელი, რომელიც თავდაცვისუნარიანობისთვის არის შემოთავაზებული ახალ კონსტიტუციაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეების აზრი. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ მოსაზრებებსა და რჩევებს, რომელიც ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს და ეს იქნება გათვალისწინებული საპარლამენტო განხილვების დროს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და არგუმენტები, რომელიც ამ კონცეფციის სასარგებლოდ გვაქვს”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები