მამუკა მდინარაძე მუხრანში გამართულ შეხვედრაზე: იყო საუბარი პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე
“მუხრანში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
“კონკრეტულ პირებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს აზრი სხვადასხვა ადამიანების მხრიდანაც გახმოვანდა. არგუმენტი იყო ის, რომ როდესაც კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია, პირდაპირ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რაც არის სწორი, კლასიკური გაგებით საპარლამენტო მოდელისათვის. საკითხი უმრავლესობაში კიდევ იქნება განხილვის საგანი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.