საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. უფრო კონკრეტულად, დღეს საღამოდან 9 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს, ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.