საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში 200-მდე კატა მოწამლეს

 საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სენ-პიერ-ლა-მერში ერთი თვის განმავლობაში, 200-მდე კატა მოწამლეს. მოწამლულ ცხოველებს შორის როგორც ქუჩის, ასევე, სახლის კატები არიან. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ საუბარია „კატების სერიულ მკვლელზე“.
პოლიციამ ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინა, თი რა ტიპის შხამი გამოიყენა კატების მკვლელმა. მოსახლეობა შიშობს, რომ საწამლავით შეიძლება ბავშვებიც დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები