ლონდონის ტერაქტის შემსრულებელი ორი პირის ვინაობა ცნობილია

ლონდონის ტერაქტის შემსრულებელი ორი პირის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ტერაქტი ხურამ შაზად ბატმა და რახიდ რედუანმა განახორციელეს.

ლონდონის ხიდთან ტერაქტი 3 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.რა დროსაც მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ავტომობილიდან დანით შეიარაღებული სამი პირი გადმოვიდა, რომლებიც „ბორო მარკეტის“ ტერიტორიაზე მოქალაქეებს თავს დაესხნენ. სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 48 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები