ახალციხეში მამაკაცი დაჭრეს

ახალციხეში, რაბათის უბანში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ერთ-ერთი მამაკაცი დანით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში რამდენიმე კაცი კამათობდა, რა დროსაც ერთ–ერთმა დანა ამოიღო და მეორეს მუცლის არეში დაარტყა. გონდაკარგული მამაკაცი სისხლდენით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი დანაშაული გახსნილია და საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები