სირიის ოპოზიციურმა ძალებმა დამბა დაიკავეს, რომელის მათ რაქასკენ გზას უხსნის

“სირიის თავისუფალმა არმიამ“ მდინარე ევფრატზე მდებარე დამბა დაიკავეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქისკენ, რაქასკენ გზას უხსნის. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ამჟამად სირიის ოპოზიციური ძალები, რომლის ძირითადი ნაწილი ქურთი მოხალისეები არიან, ევფრატზე სამივე ძირითად დამბას აკონტროლებენ. აქედან რაქამდე 22 კილომეტრია და ქალაქზე შეტევა უახლოეს მომავალში იგეგემება.

ცნობისთვის, ერაყში შეიარაღებული ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 2014 წელს დაკავებულ ყველაზე დიდი ქალაქის, მოსულის გათავისუფლების ოპერაციას განაგრძობენ. ამჟამად „ბოევიკები“ დასავლეთ მოსულის მხოლოდ რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები