ლავროვი: ნატოს ქმედება ევროპაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას იწვევს

ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ევროპაში ძალთა ბალანსის შეცვლის მცდელობა, სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება – ყველაფერი ეს ევროპულ კონტინენტზე მდგომარეობის დესტაბილიზაციას იწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვლადიმერ მაკეისთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის ეს ქმედებები რუსეთ-ნატოს და ეუთოს სამიტების გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება, ის ხელს უშლის ევროპაში მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას და არც რუსეთის და ბელორუსიის ინტერესებს შეესაბამება. ლავროვი რუსეთსა და ბელორუსიას შორის უსაფრთხოების სფეროში უფრო აქტიურ თანამშრომლობას უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები