დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს

დიდი ბრიტანეთი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა  “Sunday Times”-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ისლამურ რესპუბლიკაში“ დამატებით 85 სამხედროს გაგზავნა იგეგმება. ისინი ადგილობრივ ძალებს გაწვრთნიან.
ამჟამად ავღანეთში 500 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ავღანეთში დამატებითი შენაერთების გაგზავნას აშშ-ც გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები