უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერი – საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები უნდა გახდნენ

უკრაინის უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერი ირინა გერაშენკო აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები უნდა გახდნენ. ამის შესახებ გერაშენკომ ფეისბუქში დაწერა. „საქართველო და უკრაინა ნატოს 30-ე და 31-ე წევრები უნდა გახდნენ. ამისთვის დიდი ძალისხმევაა აუცილებელი“ წერს გერაშენკო. მისი აზრით, გერმანიამ და საფრანგეთმა „კატასტროფული შეცდომა დაუშვეს, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის და უკრანისთვის „მაპის“ მინიჭების საკითხი დაბლოკეს. უკრაინაში 2014 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად კვლავ ნატოს წევრობა დასახელდა. საქართველო ამ კურსს ბოლო 20 წლის მანძილზე ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები