ინდოეთმა კოსმოსში რაკეტა გაუშვა, რომლითაც კოსმონავტების გაგზავნაა შესაძლებელი

ინდოეთმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ზომის რაკეტა გაუშვა. მისი მეშვეობით მომავალში კოსმოსში ადამიანის გაგზავნაც არის შესაძლებელი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. რაკეტა ბენგალის ყურეში მდებარე კოსმოდრომიდან აფრინდა. რაკეტის სიგრძე 43 მეტრია და ის 640 ტონას იწონის. მის შექმნას 15 წელი დასჭირდა. რაკეტამ ამჟამად ორბიტაზე 3 ტონიანი თანამგზავრი გაიყვანა. ინდოეთი დიდი ხანია ცდილობს უარი თქვას სხვა ქვეყნების რაკეტების გამოყენებაზე კოსმოსში თანამგზავრების გასაშვებად და დღევანდელი ფაქტის ამ მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. ინდოეთის კოსმოსური პროგრამის განვითარებას ქვეყნის დღევანდელი მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები