თურქეთში 35 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

თურქეთში სამხედრო ამბოხების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 35 სამხედრო მოსამსახურე დააკავა. ამის შესახებ თურქეთის დედაქალაქის პროკურატურა იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებები თურქეთის 20 პროვინციაში განხორციელდა. ეს პირები ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოსამართლე, ჟურნალისტი და სხვა სფეროებში მოღვაწე პირები დააკავეს. საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები