ჯონ ქერიმ დონალდ ტრამპს ექსტრემისტი უწოდა

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კლიმატის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის გამო, ექსტრემისტი უწოდა. „სი ენ ენის“ ეთერში ქერიმ განაცხადა, რომ „ტრამპს მთელი მსოფლიო დასცინის“.

„მე ასეთ შეკითხვას დავუსვამდი დონალდ ტრამპს – ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა რა, არ იციან რას საუბრობენ? ისინი რა, სულელები არიან?“, – განაცხადა ქერიმ.

ქერის განცხადებით, კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლა არის „ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური და სახიფათო გადაწყვეტილება“.

დონალდ ტრამპი თავის გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით ხსნის. მისი აზრით, კლიმატის შესახებ შეთანხმება ამერიკის ეკონომიკას “დრაკონულ სტანდარტებს“ უწესებს, რის გამოც ქვეყანა სამუშაო ადგილებს კარგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები