ინდოეთში ავტოავარიას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს. ავტოავარიის მიზეზები უცნობია. ავტობუსი დელიდან ქალაქ გონდაში მიდიოდა. ავარია ავტობანზე მოხდა.

ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ძალზე ხშირად ხდება. ხელისუფლების ინფორმაციით, 2015 წელს აქ გზებზე ყოველდღიურად, საშუალოდ, 400 ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები