პაკისტანში „ისლამური სახელმწიფოს“ 12 „ბოევიკი“ მოკლეს

პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უშიშროების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ 12 „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. შეტაკებების დროს ხუთი პოლიციელიც დაიჭრა. სპეცოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ბალოჯისტანის პროვინციაში, სადაც პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეტაკებები მოხდა, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს. მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები