ლონდონის ტერაქტის საქმეზე დიდ ბრიტანეთში კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ლონდონში 3 ივნისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბრიტანულმა პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაკავება ბარკინგის და ნიუემის რაიონებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს დიდი რაოდენობით მასალები აღმოაჩნდათ, რომლებიც ტერაქტთან არის დაკავშირებული. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა შორის კანადის და საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
3 ივნისს, ღამით, ლონდონში ფურგონი ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ამის შემდეგ, ავტომობილი “ბორო მარკეტთან” გაჩერდა და მასში მყოფი სამი პირი გამვლელებს დანებით  დაესხნენ თავს. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა ტერორისტები მოკლეს. დაიღუპა 7 და დაიჭრა 48 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები