ტრამპი ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებულ პირებს დასჯით ემუქრება

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ლონდონში 3 ივნისს მომხდარ ტერაქტთან არიან დაკავშირებულები, აუცილებლად დაისჯებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ფორდის თეატრში მიღებაზე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. მომხდარს მან „საშინელი ტერაქტი“ უწოდა. „ჩვენ აშშ-სა და მის მოკავშირეებს საზარელი მტრისგან დავიცავთ, რომელიც უდანაშაულო ხალხს ებრძვის. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და ის დასრულდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საფრთხემ ჩვენს სანაპირომდე არ მოაღწიოს“ – განაცხადა ტრამპმა. 3 ივნისს ღამით ლონდონში ფურგონი ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ამის შემდეგ ავტომობილი “ბორო მარკეტთან” გაჩერდა და მასში მყოფი სამი პირი გამვლელებს დანებით თავს დაესხნენ. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა ტერორისტები მოკლეს. დაიღუპა 7 და დაიჭრა 48 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები