4-მა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტეს. ამ ქვეყანას რეგიონის დესტაბილიზაციასა და ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ყატარი „ძმებ მუსლიმანებს“ უჭერს მხარს. ოთხივე ქვეყანამ ყატართან საზღვარი დახურა, ასევე, ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა შეაჩერა.

საუდის არაბეთიდან, ეგვიპტიდან, ბაჰრეინიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ყატარის ელჩებიც გააძევეს. ოფიციალურ დოჰას არაბული ქვეყნების ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები