ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ლონდონში, 3 ივნისს ღამით მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმის მსხვერპლი 7 ადამიანი გახდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელების ვინაობა დადგენილია, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა არ სახელდება. 3 ივნისს ღამით ლონდონში ფურგონი ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ამის შემდეგ ავტომობილი “ბორო მარკეტთან” გაჩერდა და მასში მყოფი სამი პირი გამვლელებს დანებით თავს დაესხნენ. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა ტერორისტები მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები