ლონდონის ტერაქტის საქმეზე 12 პირი დააკავეს

ინგლისის პოლიციამ ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ბარკინგის რაიონში 12 ადამიანი დააკავა.
გუშინ, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. მომხდარის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 3 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ბოლო სამ თვეში ეს დიდ ბრიტანეთში მომხდარი უკვე მესამე ტერაქტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები