ლონდონის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
მანამდე არსებული ინფორმაციით, ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 48 ადამიანი.
გუშინ, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 3 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ბოლო სამ თვეში ეს დიდ ბრიტანეთში მომხდარი უკვე მესამე ტერაქტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები