ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
”ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები