„არა მგონია, გიორგი ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ ინციდენტთან იყოს კავშირში“

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, გიორგი ბადაშვილის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას მიმდინარე საკადრო საკითხს უწოდებს. ჯეჯელავას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არის ბადაშვილის შემცვლელი აღნიშნულ თანამდებობაზე.
„არა მგონია,  გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ ინციდენტთან იყოს კავშირში – ეს კავშირშია ფინანსური პოლიციის პირდაპირი ამოცანებისა და მიზნების შესრულება-არ შესრულებასთან“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.
გიორგი ბადაშვილი და მისი მოადგილეები ამ დროისთვის თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, თუმცა ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები