ლონდონის მერი: ტერაქტების მიუხედავად, არჩევნები 8 ივნისს გაიმართება

ლონდონში მომხდარი ტერაქტების მიუხედავად, დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გეგმის მიხედვით, 8 ივნისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა გააკეთა.„არჩევნები გაიმართება ხუთშაბათს და მე მასში მონაწილეობას მივიღებ,“ – აღნიშნა მან.
ლონდონის მერის თქმითვე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ბრიტანელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, რომელსაც ტერორისტები ემუქრებიან. ლონდონის მერმა, ტერაქტზე მყისიერი რეაგირებისთვის სამართალდამცველები შეაქო.
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 3 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები