ტერაქტი ლონდონში – გარდაცვლილია ექვსი ადამიანი

ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელი მარკ როული აცხადებს, რომ, ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ინციდენტების შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. მანვე დაადასტურა, რომ მოკლულია სამი თავდამსხმელი.
ამასთან, ლონდონში მომხდარი ტერორისტული ინციდენტების შედეგად დაშავებული 20 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
თავდაპირველად, მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, მანქანიდან დანით შეიარაღებული ბოროტმოქმედები გადმოვიდნენ და გამვლელებს თავს დაესნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ მანქანიდან გამოსული პირები Borough Market-ის მიმართულებით წავიდნენ, სადაც კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.

ლონდონის პოლიციამ ბრიტანეთის დედაქალაქში მომხდარი ორი ფაქტი ტერორისტულ ინციდენტად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები