საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ორშაბათს გაკეთდება

გიორგი ბადაშვილი და მისი მოადგილეები ამ დროისთვის თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, თუმცა ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

“საზოგადოებრივის” ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახური ბადაშვილთან ერთად, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმაც დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები