კიევში ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს

კიევში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ტელეკომპანია „112 უკრაინა“ იუწყება.
რუსეთის 33 წლის მოქალაქე უკრაინის დედაქალაქში ანკარიდან ჩაფრინდა. ის საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
კიევის აეროპორტში, მიმდინარე კვირას, რუსეთის უკვე მეორე მოქალაქეს აკავებენ.   რუსეთის მოქალაქე იქ 31 მაისსაც დააკავეს, რომელიც ასევე თურქეთის დედაქალაქიდან ჩაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები