„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა მოსულში 120 მშვიდობიანი პირი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 120 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ ერაყელი სამხედროები იუწყებიან.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ცხედრები ერაყელმა სამხედროებმა დასავლეთ მოსულში აღმოაჩინეს, რომლის ნაწილს ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ასევე სამხედროები აცხადებენ, რომ დასავლეთ მოსულიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მათ სპეციალური დერეფანი უკვე შექმნეს.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამჟამად „ბოევიკები“ ქალაქის მცირე ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები