ტრამპმა ახსნა თუ რატომ გამოვიდა აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახსნა, თუ რატომ მოაწერა ხელი ბრძანებულებას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.

„ეს არის ჩემი ვალდებულება ამერიკელი ხალხის წინაშე“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
მან ასევე დაამატა, რომ შეთანხმება ამერიკის ეკონომიკას ზიანს აყენებდა და ქვეყანა ამის გამო სამუშაო ადგილებს კარგავდა.

მისი აზრით, დოკუმენტი აშშ-ის სუვერენიტეტს ასუსტებდა და  შეეძლო იურიდიული პრობლემები გამოეწვია.

ტრამპმა 1 ივნისს კლიმატის შესახებ 2015 წელს პარიზში ხელმოწერილი შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ განაცხადა. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  დაამატა, რომ აუცილებელია ახალი შეთანხმების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები