ირლანდიას გეი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

ირლანდიის უმსხვილესი პარტიის, „ფინე გელის“ ლიდერად ლეო ვარადკარია არჩეული. ის უახლოეს მომავალში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება. ვარადკარი პირველი პრემიერ-მინისტრია ირლანდიის ისტორიაში, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ გეია.
39 წლის პოლიტიკოსი ასევე, ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახლგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება და ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც წარმოშობით ინდოეთიდან არის.
ვარადკარმა თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ 2015 წელს განაცხადა, როდესაც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა.
დიდი ხნის განმავლობაში, ირლანდია ლგბტ საზოგადოების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე უარყოფითად განწყობილ ქვეყნად ითვლებოდა ევროპაში. 1993 წლამდე, ჰომოსექსუალიზმი აქ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები