თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე გიულენის 6 მომხრე დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა საბერძნეთის საზღვარზე ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის 6 წევრი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
დაკავებულთა შორის სამხედრო მოსამსახურე, ექიმი და მასწავლებლები იყვნენ. მათი დაკავების ორდერი პროკურატურამ გასცა.
ფეთჰულაჰ გიულენი აშშ-ში მყოფი ისლამის მქადაგებელია, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ძირითად ოპონენტად ითვლება. თურქეთის ხელისუფლება მას 2016 წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები