შეტაკებები ღაზას სექტორში – დაშავებულია 9 ადამიანი

ღაზას სექტორში ებრაელ სამხედროებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულთა შორის ექიმებიც არიან. შეტაკებები პალესტინელი დევნილების ბანაკებში მოხდა. ებრაელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ „მოლოტოვის კოქტეილები“ და ქვები დაუშინეს, საპასუხოდ, სამხედროებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ისრაელის მხარის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ღაზას სექტორში პატრულირებას ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები