ტრამპმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის კანდიდატურა შეარჩია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის თანამდებობა რიჩარდ სპენსერს შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა The Hill იუწყება. სპენსერი კომპანიის Fall Creek Management-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, მანამდე კი ის Intercontinental Exchange-ის ფინანსური დირექტორი იყო. 1978-1981 წლებში – სამხედრო საზღვაო ძალებში პილოტად მსახურობდა.
მანამდე ტრამპმა ეს თანამდებობა ფილიპ ბილდენს შესთავაზა, მაგრამ ის „პირადი მიზნების გამო“ ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები