მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მანჩესტერში 22 მაისს მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება. ამჟამად ტერაქტის საქმეზე 11 პირია დაკავებული, ხოლო 6 დაკავებული ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები