არიანა გრანდემ მანჩესტერში ტერაქტის დროს დაშავებულები მოინახულა

ამერიკელმა მომღერალმა, არიანა გრანდემ მანჩესტერში ტერაქტის დროს დაშავებულები მოინახულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოპმომღერალი მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის დაშავებულ ბავშვებს და მათ მშობლებს გაესაუბრა.
ტერაქტი „მანჩესტერ არენაზე“ არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ,  22 მაისს მოხდა. დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვია.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა, სალმან აბედიმ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები