ჯაბა სამუშიამ მონადირის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ჯაბა სამუშიამ თემქაზე მდებარე  მონადირის ქუჩის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი და წყლის სისტემა, რის შემდეგაც  გზის საფარის დაგებაა დაგეგმილი.

ჯაბა სამუშიას შუამდგომლობითა და დედაქალაქის მერიისა და ნაძალადევის გამგეობის თანადგომით, ამ დროისათვის, უკვე დასრულებულია ავშნისა და ნუშის ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც მოსახლეობის ნაწილს საკანალიზაციო სისტემა კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი, რაც მეზობელ სახლებსა და შიდა ქუჩებს საფრთხეს უქმნიდა. ჩატარებული სამუშაოებით კი პრობლემა მთლიანად მოგვარდა.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, თემქის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი ეტაპობრივად მოწესრიგდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები