სირიაში აშშ-ის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურა
სირიის ქალაქ რაქასთან ამერიკული ავიაციის დარტყმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თურქი ალ-ბინალი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-არაბია“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ალ-ბინალის” საქმიანობა, ძირითადად, ლიბიის ტერიტორიას მოიცავდა. ის ქალაქ სირტში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისთვის რელიგიურ გაკვეთილებს ატარებდა.
ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, ალ-ბინალი წარმოშობით ბაჰრეინიდან არის. მან განათლება დუბაის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო 2013 წელს ოჯახი მიატოვა და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ის ქალების და ბავშვების გატაცებით აქტიურად იყო დაკავებული.